Monday, June 26, 2017

მეცხრე დღე

 ტრენინგი საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი იყო.   თუმცა  ტრენერი ძალიან საინტერესოდ გვაწვდიდა და გვიხსნიდა ყველფერს, გავაცნობიერეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე მასწავლებელი ვერ ჩაატარებს გაკვეთლს,რომელიც ხელს შეუწყობს 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების განვითარებას. გავეცანით ახალ სახელმძღვანელოს, შევქმენით ღრუბლები,  შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე,  ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე , შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის  შეცვლა,  პროექტზე მუშაობის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ განსაკუთრებული მოსწავლეთა საჭიროება,  პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე. თითოეული პედაგოგი წარსდგა პრეზენტაციით.

Sunday, June 25, 2017

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, განვიხილეთ წიგნში მოდული 6 აქტივობა  1.  
გეგმაში გავწერეთ დავალებები სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეებისათვის, შევქმენით მათთვის დამხმარე მასალა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას და ვიმუშავეთ გეგმის დახვეწაზე.

Saturday, June 24, 2017

მეშვიდე დღე

გავიხსენე\თ წინა ტრენინგის საკითხევი. გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ტრენერთან . გავაკეთეთ თითოეული ნაშრომის პრეზენტაცია. მივიღეთ უკუკავშირი. ვისაუბრეთ პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალზე. შევიტანეთ აქტივობები  სასწავლო პროექტის შაბლონში სასწავლო პროცედურებში. 

Saturday, June 17, 2017

 მეექვსე დღე- გავიხსენეთ წინა დღე. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და მოვათავსეთ დრაივში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი.
ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ წინარე ცოდნა. შევარჩიე სტანდარტები და ინდიკატორები. გადმოვიტანე დრაივში და ავტვირთე გეგმაში. ვისაუბრეთ მიზნებზე და მოვიყვანეთ მაგალითები. დავწერე მიზნები ჩემი პროექტისათვის. გავაკეთე ბუკლეტი.

Sunday, June 11, 2017

დღე მეხუთე

გავიხსენე წინა დღის მასალა. გავეცანით ახალი შესასწავლი მასალის გეგმებს. განვიხილეთ შეფასების სხვადსხვა მეთოები. გავეცანით პროექტებზე დაფუძნებული შეფასების მე\ტოდების დოკუმენტს. გავეცანით შეფასების ხუთ სტრატეგიას. განვიხილეთ თითოეულის მეთოდები და სტრატეგიები.ავირჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი მე\ტოდები და ინსტრუმენტები., რომლებიც შევიტანეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩოში. განვიხილეთ შეფასების რამდენიმე ფორმა. მოვიღეთ საშინაო დავალება: შევქმნათ მინიმუმ ერთი შეფასების ფორმა.

Sunday, May 28, 2017

მეორე დღე
  კიდევ უფრო საინტერესო იყო. დასაწყისში გავააქტიურეთ წინარე ცოდნა. გავეცანით მიზანს. Google-ში  ღრუბლებში შევქმენით ელექტრონული საქაღადე, პროექტის შაბლონი მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში და დავიწყეთ შევსება. განვიხილეთ საპროექტო იდეები, მივიღეთ უკუკავშირები, შევჯერდით საპროექტო იდეებზე. შემდეგ ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე. ვნახეთნიმუში და ჩეკლისტის მიხედვითთავად შევქმენით სტატია. დასასრულს ვისაუბრეთ სტანდარტზე და გავეცანით საკმაოდ საინტერესო საიტს  ncp.ge.

Friday, May 26, 2017

პირველი დღე

მოგესალმებით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
დღეს დავესწარით ინტელის ტრენინგს "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება."  ვფიქრობ, რომ პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანი ელექტრო სახელმძღვანელოს  tpdc.ge/eesentials, რომელიც ძალიან კარგი დამხმარე სახელმძღვანელოა სხვადასხვა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ვნახე მზა პროექტები, ტრენერის მიერ შედგენილი პროექტი, გავეცანი 21 საუკუნუს უნარ-ჩვევებს. აღნიშნული პროექტები, გეგმების შაბლონები დამეხმარება მომავალში საინტერესო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.