Sunday, May 28, 2017

მეორე დღე
  კიდევ უფრო საინტერესო იყო. დასაწყისში გავააქტიურეთ წინარე ცოდნა. გავეცანით მიზანს. Google-ში  ღრუბლებში შევქმენით ელექტრონული საქაღადე, პროექტის შაბლონი მოვათავსეთ შესაბამის საქაღალდეში და დავიწყეთ შევსება. განვიხილეთ საპროექტო იდეები, მივიღეთ უკუკავშირები, შევჯერდით საპროექტო იდეებზე. შემდეგ ვისაუბრეთ პუბლიკაციაზე. ვნახეთნიმუში და ჩეკლისტის მიხედვითთავად შევქმენით სტატია. დასასრულს ვისაუბრეთ სტანდარტზე და გავეცანით საკმაოდ საინტერესო საიტს  ncp.ge.

Friday, May 26, 2017

პირველი დღე

მოგესალმებით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
დღეს დავესწარით ინტელის ტრენინგს "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება."  ვფიქრობ, რომ პირველმა დღემ საინტერესოდ ჩაიარა. გავეცანი ელექტრო სახელმძღვანელოს  tpdc.ge/eesentials, რომელიც ძალიან კარგი დამხმარე სახელმძღვანელოა სხვადასხვა პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. ვნახე მზა პროექტები, ტრენერის მიერ შედგენილი პროექტი, გავეცანი 21 საუკუნუს უნარ-ჩვევებს. აღნიშნული პროექტები, გეგმების შაბლონები დამეხმარება მომავალში საინტერესო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაში.